17 მაისი 2024,   11:43
ვრცლად
"ITB ბერლინისთვის" საქართველო ბოლო მოსამზადებელ დეტალებზე მუშაობს

"ITB ბერლინისთვის" საქართველო ბოლო მოსამზადებელ დეტალებზე მუშაობს. მთავარი პავილიონის მშენებლობა დასრულებულია. საქართველოს კულტურას, ტრადიციას, კულინარიას და ისტორიას 80-მდე კომპანია წარმოაჩენს.

წელს საქართველო გერმანიაში მასპინძლის სტატუსით პირველად წარდგება. ღონისძიების ხელმძღვანელებს განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ და ამბობენ რომ პროექტი ტურისტული ნაკადის გაზრდისთვის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

უკვე დასრულდა ქვეყნის პოპულარიზაციის სარეკლამო ნაწილზე მუშაობა. საქართველოს ხედები ბერლინის ცენტრალურ ქუჩებში პოსტერების სახით გამოჩნდა.

"უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა" - ეს ღონისძიების მთავარი სლოგანია. "ITB ბერლინი" ექვსიდან ცხრა მარტის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ვიზიტორები საქართველოში ვირტუალურ მოგზაურობას შეძლებენ.

დღის ამბები