რუსთავში, წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი გრძელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში ბინა კიდევ 25 ოჯახს გადაეცა.
მათ საკუთრების მოწმობის ასაღებად მხოლოდ საჯარო რეესტრის რეგისტრაცია დასჭირდება. რუსთავში ბინების დაკანონების პროცესი მეორე წელია მიმდინარეობს და დღემდე, საცხოვრებელი ფართი უკვე 650- მდე რუსთაველ ოჯახს დაუკანონდა.
რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურში, ბინის საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო პროცედურები, კიდევ რამოდენიმე ათეული ოჯახის განაცხადზე მიმდინარეობს.