17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაზე დაკავებულებიდან 7 პირი გათავისუფლებულია

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაზე დაკავებულებიდან 7 პირი გათავისუფლებულია. მათ შორის არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი პატარაია. ადვოკატებმა პროცესზე მტკიცებულებების წარდგენისთვის ვადა მოითხოვეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შვიდივე ბრალდებულის პროცესი 22 მარტამდე გადაიდო. ნაწილი მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ნაწილის პროცესი კი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

2 მარტს სამართალდამცველებმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 36 პირი დააკავეს.

"ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, ყველანი საუბრობენ იმაზე, რომ მათი მხრიდან არანაირი კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ბუნებრივია, დაცვის მხარის მხრიდან დაყენდა შუამდგომლობა, საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე. ასევე, მოგვეცეს გონივრული, ადეკვატური დრო იმისთვის, რომ წარმოვადგინოთ სასამართლოში მოწმეები," - აცხადებს  ანა თვარაძე.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები