17 მაისი 2024,   11:40
ვრცლად
13 ასურელი მამის ტაძრის მღვდელმსახურის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

სასულიერო პირის დაჭრის ფაქტზე, "კურიერის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტომ ერთი პირი დააკავა.

შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე 13 ასურელი მამის ტაძარში მოხდა. ტაძრის წინამძღვარი ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ზურგიდან მამაკაცი თავს დაესხა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცს სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. სასულიერო პირები კი ამბობენ, რომ ტაძრის წინამძღვარს უთანხმოება არავისთან ჰქონია. 63 წლის მამა ცოტნე თვარაძე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.   

დღის ამბები