23 აგვისტო 2026,   05:42
ვრცლად
დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ვერც ტრაილერები და ვერც მსუბუქი ავტომანქანები კობი-გუდაურის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

გაუჩერებლად გავლის რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე.

ათეულობით ავტომობილი დგას გუდაურში, რომლებიც გზის გახსნას ელოდებიან.

მგზავრები და მძღოლები „კურიერთან“ საუბარში ამბობენ, მგზავრებმა დილით ტერიტორიის გავლა ვეღარ შეძლეს.

განცხადება ასევე გაავრცელა საგზაო დეპარტამენტმა. უწყების ინფორმაციით, კობი-გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროება არსებობს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა შეზღუდულია.

დღის ამბები