17 მაისი 2024,   12:41
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა საპატრულო პოლიციის მანქანა გადაატრიალეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა საპატრულო პოლიციის მანქანა დააზიანეს. რამდენიმე დემონსტრანტმა პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა გადაატრიალა.

რაც შეეხება თავად აქციას, ამ დროისთვის მომიტინგეებისგან გათავისუფლებულია პარლამენტის ყველა შესასვლელი, დედაქალაქის მთავარ გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.

ცნობისთვის, მანამდე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირი დაშალეს. ასევე, ჩაამსხვრიეს შენობის ფანჯრები. პარლამენტზე ალყის შემორტყმისთვის მომიტინგეებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა.

დღის ამბები