17 მაისი 2024,   12:42
ვრცლად
რუსთაველზე განლაგებულმა მომიტინგეებმა, ეროვნული მუზეუმის კარები შეამტვრიეს, რის გამოც აუცილებელი გახდა ექსპონატების საცავში გადატანა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მუზეუმის კარები შეამტვრიეს რის გამოც, ექსპონატების გარკვეული ნაწილი, დაცულ საგამოფენო სივრცეებშია გადატანილი. 

"ეროვნული გალერეის ექსპონატების ნაწილი საცავებში იქნა გადატანილი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კარი შეამტვრიეს და დაიკავეს გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებულია ფიროსმანის მუდმივმოქმედი გამოფენა.

საბედნიეროდ, ექსპონატები არ დაზიანებულა, ხოლო აქციის მონაწილეები გაყვანილ იქნენ მომდევნო რამდენიმე წუთში საგამოფენო სივრციდან. შემთხვევის ადგილზე იყვნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ახალბედაშვილი.

ვინაიდან გალერეის მოცემული სივრცის კარი დაზიანდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები