17 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლას ცდილობს

რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. სპეცრაზმი დემონსტრანტების მისამართით წყლის ჭავლს იყენებს.

მანამდე ხმოვანი სიგნალებით რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა დემონსტრანტების გაფრთხილება, რომ დაშლილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნებოდა შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით.

მომიტინგეები ცდილობენ, თავი სკამებით, ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით შექმნილი ბარიკადებით დაიცვან.

დღის ამბები