17 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
აქციის მონაწილეები სადავო კანონპროექტის ჩაგდებას ოვაციებით შეხვდნენ

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები კანონმდებლების მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდებას ოვაციებით შეხვდნენ, ადგილზე ისხმის შეძახილები. დემონსტრანტები ჯერჯერობით პარლამენტის უკანა შესასვლელთან რჩებიან.

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. "ხალხის ძალის"მიერ ინიციირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები