17 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
ინდოეთში ქართული თეატრის კვირეული მიმდინარეობს

ინდოეთში ქართული თეატრის კვირეული მიმდინარეობს- ღონისძიებას ქვეყანა პირველად მასპინძლობს. ორგანიზატორი კულტურის სამინისტროა, დღეიდან 17 მარტის ჩათვლით 4 ქართული თეატრი 4 სპექტაკლს ითამაშებს. მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.

ქართულ თეატრალურ კვირეულს თავისუფალი თეატრი გახსნის ავთანდილ ვარსიმაშვილის სპეკტაკლით "ხომ ხოცავენ ამ ქანცგაწყვეტილ ცხენებს". წარმოდგენამ 2015 წელს საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში გაიმარჯვა.

"მზის ხაზი", "დედაომი" და "სამხეცე" იმ სპექტაკლების ჩამონათვალია, რომელსაც თავისუფალი, ათონელის, ოზუგეთისა და ცხინვალის თეატრები ინდოეთში ფესტივალის ფარგლებში 1 კვირის განმავლობაში წარმოადგენენ.

ორი ქვეყნის კულტურების დაახლოებაზე აქტიურად მუშაობს ფესტივალის ორგანიზატორი დარისპან პრაშერი. ის იმედს გამოთქვამს, რომ ინდური აუდიტორიაც ისევე შეიყვარებს ქართულ სპექტაკლებს, როგორც სხვა ქვეყნები.

ქართული თეატრის საერთაშორიოს ფესტივალი ინდოეთში წელს პირველად, საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. თეატრალური ფორუმი 12 დან 17 მარტის ჩათვლით, აგრასა და ჯაიპურში თეატრის მოყვარულებს უმასპინძლებს.

დღის ამბები