17 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
მერაბ დვალიშვილმა "კურიერი P.S.-ის" ეთერიდან გულშემატკივრებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა "კურიერი P.S." ეთერიდან გულშემატკივრებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დვალიშვილის თქმით, ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა, ბრძოლის დროს აძლიერებდა და ის ამაყია, რომ ამ გამარჯვებით, ქართველების გახარება შეძლო.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ბრძოლაში მგულშემატკივრობდა, ვისაც ამ ბრძოლაში ჩემი გამარჯვება გაუხარდა. ძალიან ბედნიერი ვარ, გახარებული ვარ, რომ შევძელი გამარჯვება და ამით გავახარე ქართველი ხალხი. შევძელი ყოფილი ჩემპიონის პიოტრიანის დამარცხება, ამაყი ვარ და გახარებული. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, იგრძნობოდა თქვენი მხარდაჭერა და ძალიან დიდ ძალას მაძლევდა. მე გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერი წინ არის, გამარჯვებები წინ არის ", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

დღის ამბები