17 მაისი 2024,   11:40
ვრცლად
ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია ტოკიოში მიმდინარე კვებისა და სასმელების გამოფენაში მონაწილეობს

ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია ტოკიოში მიმდინარე კვებისა და სასმელების გამოფენაში მონაწილეობს.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა.

ექსპორტი მზარდია, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში 231 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 68%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. 

დღის ამბები