08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
პოროშენკომ კიევში არეულობის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირების დასჯა მოითხოვა

უკრაინის დედაქალაქში რადასთან მომხდარი შეტაკებების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას საგანგებოდ მიმართა.

პეტრო პოროშენკომ არეულობის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირების დასჯა მოითხოვა და საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ აგორებული პროტესტის უკან რუსეთი დგას.

რადასთან მომხდარი გუშინდელ არეულობას პრემიერი არსენ იაცენიუკიც გამოეხმაურა. მან იმ ადამიანის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა, რომელმაც აქციის დროს ყუმბარა ისროლა.

პარალელურად მედიით ვრცელდება პირველი კადრები, სადაც ასაფეთქებლის სროლის დროს სავარაუდო ეჭვმიტანილია ასახული.

ბოლო მონაცემებით, აფეთქებას ერთი სამართალდამცველი ემსხვერპლა, ასამდე კი დაშავდა.

მომხდარს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამოეხმაურნენ და მოქალაქეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდეს.

რადასთან დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის, შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც დეცენტრალიზაციას ეხება.

ამავე თემაზე
დღის ამბები