17 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
დიღმის მასივში ორი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერისა და კუნძულ ტექსელის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, სკვერებში, რომელთა საერთო ფართობი 3, 5 ჰექტარია, იგეგმება გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების, საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ ლარს შეადგენს.

"ლუბლიანას ქუჩიდან მაიაკოვსკის ძეგლამდე არსებული სივრცე მთლიანად რეაბილიტირდება. აღნიშნულ სივრცეში, რომელსაც მოსახლეობა ხშირად იყენებს, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. სივრცე, დაახლოებით, 3,5 ჰექტარია. ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი და განათების სისტემები. ბავშვებისთვის მოეწყობა შესაბამისი ზონა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქ დასვენება და განტვირთვა სასიამოვნო იქნება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები