08 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ფედერიკა მოგერინიმ კიევში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა

უკრაინის რადაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი, ეხმაურება.

გავრცელებულ განცხადებაში ის მინსკის შეთანხმების შესასრულებლად ქვეყანაში ხელისუფლების დეცენტრალიზაციას მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს. მოგერინის განცხადებით, ეს პროცესი ძალადობამ არ უნდა შეაფერხოს.

ფედერიკა მოგერინიმ კიევში გუშინ განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა და მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი სამართალდამცველის გამო.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ უკრაინა ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეფორმების გზას განაგრძობს და ქვეყანაში პოლიციის რეფორმაც გაგრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები