17 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 143-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, სარემონტო და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 15 მარტის 00:00სთ-დან 07:00სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დღის ამბები