08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
თურქეთში ბრიტანელი ჟურნალისტები დააკავეს - მათ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ადანაშაულებენ

თურქეთში ბრიტანელი ჟურნალისტები დააკავეს და "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში დაადანაშაულეს. ჯეიკ ხანრაჰანი და ფილიპ პენდლბერი დიარბაკირის პროვინციაში ადგილობრივ თარჯიმანთან ერთად აიყვანეს, როდესაც ისინი თურქი ძალოვანებისა და ქურთი სეპარატისტების დაპირისპირების შესახებ რეპორტაჟზე მუშაობდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, საერთაშორისო საინფორმაციო პორტალის "ვაის ნიუსის" კორესპონდენტები დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსა" და ქურთ სეპარატისტებს ეხმარებოდნენ, თუმცა რა სახის დახმარებაზეა საუბარი, პროკურატურას არ დაუკონკრეტებია.

"ვაის ნიუსის" ხელმძღვანელობა ჟურნალისტებისთვის წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ოფიციალურ ანკარას ცენზურაში ადანაშაულებს.

დღის ამბები