08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
აფეთქება და მსხვერპლი ესპანეთის ფოერვერკების ქარხანაში

მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას ესპანეთის ფოერვერკების ქარხანაში. ინცინდენტი ქალაქ სარაგოსაში მოხდა. მაშველების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ საწარმოში ხანძარიც დაიწყო. წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 5 ადამიანი, 6 დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

პოლიციამ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა და მოსახლეობას მასთან მიახლოება აუკრძალა. ქარხანა აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, თუმცა ინიცდენტის შემდეგ ავიამიმოსვლა შეუფერხებლად გაგრძელდა. უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი.

დღის ამბები