08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ნოტინგ ჰილში ტრადიციული კარნავალი დაიწყო

ნოტინგ ჰილში ტრადიციული კარნავალი დაიწყო. გადაუღებელი წვიმის მიუხედავად ქალაქის ქუჩებში საზეიმო განწყობაა. საკარნავალო კოსტიუმებში გამოწყობილი ასობით ადამიანი მსვლელობას მართავს.

მოსახლეობა დასავლეთ ლონდონში აფრო–კარიბული კულტურისა და ტრადიციების დამკვიდრებას ზეიმობს. ნოტინგ ჰილის კარნავალი ევროპის ყველაზე მასშტაბურ ქუჩის ფესტივალად მიიჩნევა და ის 1966 წლიდან ყოველ წელს აგვისტოს ბოლოს იმართება.

დღის ამბები