17 მაისი 2024,   11:48
ვრცლად
დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

როგორც უწყებაში "რუსთავი2-ს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს ყელის არეში აღენიშნება დაზიანებები. 

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

დღის ამბები