09 მაისი 2024,   14:34
ვრცლად
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსეთი არ ჩერდება - ზაპოროჟიე მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსეთი არ ჩერდება და უკრაინაში ომი გრძელდება. გასული დღე ღამის განმავლობაში, ომში მყოფმა ქვეყანამ ოკუპანტების 100-ზე მეტი იერიში მოიგერია. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ზაპოროჟიე. დაზიანებულია შენობები.

რუსმა სამხედროებმა იერიშები მიიტანეს სუმის ოლქის 3 დასახლებაზე. უკრაინა ირანული დრონებითაც იბომბებოდა.

უკრაინელმა სამხედროებმა 16 დან 11 დრონი ჩამოაგდეს. ოკუპანტები ბახმუტის ალყაში მოქცევას ცდილობენ. თუმცა აგრესორის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, ომში მყოფი ქვეყანა.

დღის ამბები