08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
კიევში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

რადასთან მომხდარი არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. საავადმყოფოში კიდევ ერთი გვარდიელი დაიღუპა, რომელიც გუშინ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მძიმედ იყო დაჭრილი.

უკრაინის შინაგან საქმეტა მინისტრის განცხადებით, დაკავებულმა აღიარა, რომ ხელყუმბარა სპეცრაზმელების მიმართულებით მან ისროლა.

გარდაცვლილი გვარდიელების ხსოვნას პრეზიდენტმა დღეს პატივი მიაგო. პეტრო პოროშენკო დღეს პარლამენტთან მივიდა და გუშინდელ არეულობებს დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა.

რადას წინ გამართულ აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო. ეს ცვლილება ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები