13 მაისი 2024,   20:09
ვრცლად
როდესაც ჩვენს მიწაზე გაეროს წესდებისა და სამართლიანობის ძალა აღდგება, ეს მშვიდობის გარანტი იქნება მსოფლიოს მრავალი სხვა ნაწილისთვისაც - ზელენსკი

უკრაინაში კვლავ მძიმე ვითარებაა - ოკუპანტებმა კასეტური ბომბებით ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. დაიღუპა 2 და დაშავდა 10 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები.

იერიშები განხორციელდა სუმის ოლქის 4 დასახლებაზე. გასული დღე-ღამის განმავლობაში 53-ჯერ დაიბომბა ხერსონის ოლქი. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

"დაწესდა ახალი სანქციები 400-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიაზე. მათი უმეტესობა რუსია. ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს თავდაცვის ინდუსტრია. მაგრამ ასევე არიან ირანელი და სირიელი ფიზიკური პირები, რომლებიც ტერორს ეხმარებიან. ჩვენს თითოეულ სასანქციო ნაბიჯს სიღრმისეულად ვსწავლობთ. უკრაინული სანქციები რუსეთზე გლობალური ზეწოლის ნაწილია.

ყველა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ტერორისთვის იარაღს აწარმოებს, ვინც რუსეთს აგრესიის წაქეზებაში ეხმარება, განსაკუთრებით შაჰედის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებით, ვინც მხარს უჭერს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, მხოლოდ მარგინალი შეიძლება იყოს მსოფლიოსთვის.

როდესაც უკრაინელი ხალხი თავს დაიცავს, როდესაც ჩვენს მიწაზე გაეროს წესდებისა და სამართლიანობის ძალა აღდგება, ეს მშვიდობის გარანტი იქნება მსოფლიოს მრავალი სხვა ნაწილისთვისაც. სწორედ ამისთვის მუშაობს ჩვენი გლობალური კოალიცია, ანტისაომარი კოალიცია.

არის ახალი თავდაცვის პაკეტები ჩვენი მეგობრებისგან: კანადისგან, გერმანიისგან, საფრანგეთისგან, დანიისგან, ესტონეთისგან. ეს ეხება საბრძოლო მასალასა და დამატებით აღჭურვილობას, ტანკებსა და არტილერიას. პოლონეთი, ლიეტუვა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, შეერთებული შტატები და კიდევ მრავალი სხვა დახმარების გაწევას აგრძელებენ. არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რაც ანადგურებს სიცოცხლეს და ეს არის რუსეთი. სიცოცხლის დასაცავად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - აუცილებელია რუსული არმიის განდევნა უკრაინის მიწიდან. და ჩვენ ამას გავაკეთებთ," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები