08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ბუდაპეშტის სარკინიგზო სადგურმა მუშაობა ემიგრანტების გამო შეაჩერა

ბუდაპეშტის მთავარი სარკინიგზო სადგური ემიგრანტების პროტესტის გამო დაიხურა. უნგრეთის დედაქალაქში სირიიდან დევნილი არალეგალი ემიგრანტების რეკორდული რაოდენობა ჩავიდა, რომლებიც ავსტრიასა და გერმანიაში ცდილობენ მოხვედრას.

ბუდაპეშტის რკინიგზამ რეისები შეაჩერა, რასაც დევნილების გაღიზიანება მოჰყვა.

ისინი აცხადებენ, რომ მატარებლის ბილეთები ნაყიდი აქვთ და ვიდრე რეისზე არ მოხვდებიან, სადგურის ტერიტორიას არ დატოვებენ.

სამი ათასზე მეტი ემიგრანტი ბუდაპეშტიდან უკვე გაემგზავრა ვენაში, აქედან ათას 400–მდე ადამიანი კი ავსტრიიდან მიუნჰენში ჩავიდა. 

 

დღის ამბები