26 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
პარლამენტი დეოლიგარქიზაციის და საერთო სასამართლოების კანონპროექტების განხილვას გააგრძელებს - რა მოლოდინები აქვთ  და ოპოზიციაში

სავარაუდოდ, მიმდინარე კვირიდან განახლდება პარლამენტში დეოლიგარქიზაციისა და საერთო სასამართლოების კანონპროექტების განხილვა. ვენეციის კომისიის შემდეგ კანონმდებლები ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდებიან.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება” რეკომენდაციებს საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნის შესაბამისად არ ასრულებს.

"12-პუნქტიანი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა, ცალსახად, არის ხელისუფლების. ამ ვალდებულების შესრულება დღეს არის ნომერი პირველი ამოცანა, მათ შორის, ოპოზიციის, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვგულისხმობთ 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას, უნდა შესრულდეს ისე, როგორც ითხოვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და არა ისე, როგორც ასრულებს ხელისუფლება. ამისი მაგალითები გვაქვს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, როდესაც იმავე არგუმენტებით უარყოფითი შეფასება ვენეციის კომისიისგან მიიღეს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ანა წითლიძე.

მმართველი გუნდი კი ოპოზიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მათი ოპონენტების მიზანი არა რეკომენდაციების შესრულება, არამედ საბოტაჟის შექმნაა.

"სამუშაოს არცერთ ეტაპში "ნაცმოძრაობა" ჩართული არ ყოფილა. გაითამაშეს, თითქოს რაღაცა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, თითქოს საექსპერტო ჯგუფი შექმნეს და გარკვეულ წინადადებებს ამზადებენ. არცერთი წინადადება არ გაგვიგია და სრული საბოტაჟის გარდა, არაფერი გვიხილავს" - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები