გაზაფხულის მოსვლას საქართველოში პირველები აზერბაიჯანული თემი ზეიმობს. დღეიდან 5 დღის განმავლობაში ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს ანუ სიცოცხლის დაბადების დღეს ზეიმობენ. სახალხო დღესასწაული ტრადიციულად იმ რაიონებში იმართება სადაც უკვე საუკუნეებია აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. კოცონი და რამდენიმე დასახელების ტკბილეული ამ დღეს ყველას ეთნიკური აზერბაიჯანელის სახლში დაგხვდებათ. საქართველოში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშვნა მარნეულში დილიდან დაიწყო.
ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ეროვნული დღესასწაული მთავრობის მეთაურმაც მიულოცა. ადგილობრივი კულტურის გაცნობის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე მოგვიანებით აზერბაიჯანელ უხუცესებს ჩაის სახლში შეხვდა. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოიყენა იმის დემონსტრირებისთვის რომ საქართველო რეგიონში მხოლოდ მშვიდობის პოლიტიკის გამტარებელია და ქვეყნისთვის ნებისმიერი კონფლიქტის ძალადობრივი გზით გადაჭრა მიუღებელია.