17 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმე - სასამართლო პროცესზე ბრალდებულს გამოკითხავენ 

არიან თუ არა დამნაშავეები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებაში - საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. იგეგმება ორივე ბრალდებულის გამოკითხვა. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ჩემი და აკაკი ხუსკივაძის დაკითხვა მოხდება. ეს საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ ირიბ მოწმეებზე დაფუძნებული. ირიბ მოწმეებზე, საიდანაც 2/3-მა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენება შეცვალა ან დააზუსტა ჩვენს სასარგებლოდ. ბუნებრივია, არ ვაღიარებთ ბრალს და ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია და გამოყენებული იქნა თავის დროზე პოლიტიკური პროპაგანდის გამო,“ - აცხადებს ბრალდებული, აკაკი კობალაძე.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულები თედო გობეჯიშვილს ერთ-ერთი პარტიის სახელით თანამდებობიდან გადადგომას და არჩევნების გაყალბებაზე განცხადების გაკეთებას სთხოვდნენ, უარის შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ. ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.  

დღის ამბები