17 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

"კურიერის" ინფორმაციით, თბილისში, მუხიანშ,ი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედარი მეზობლებმა ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიფტში ცეცხლის კერის კვალი აღინიშნება.

ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

"კურიერი" არკვევს, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

დღის ამბები