17 მაისი 2024,   12:40
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდნენ

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდნენ. განიხილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები.

სავაჭრო პალატის წევრებისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გასული წლის ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის დინამიკას, ITB-2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენას, მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, დაგეგმილ ინფო და პრეს ტურებს, შიდა ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებსა და ხარისხის ამაღლების მიზნით გასამართ ტრენინგებს გაეცნენ.  

დღის ამბები