17 მაისი 2024,   12:22
ვრცლად
GERA-ს ფონდი „ოქროს რტოს“ გამარჯვებულს გრანპის გადასცემს

22 მარტს, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრის სცენაზე, კინოდაჯილდოება "ოქროს რტო" გამართება.

საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA უკვე რამდენიმე წელია ამ დაჯილდოების მხარდამჭერი, მთავარი პარტნიორი, ორგანიზატორია და ასევე, მონაწილეობას ჟიურის ნაწილშიც.

სტუდენტური კინოდაჯილდოება იძლევა შესაძლებლობას  სტუდენტებს შორის გაჩნდეს მაღალი კონკურენცია, შეიქმნას  ხარისხიანი პროდუქტი და ნამუშევრებს გაეცნონ პოტენციური დამსაქმებლები.

პროექტში მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტები: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

ღონისძიების ფარგლებში, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 12 ნომინაციაში. კინოდაჯილდოებას აფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლებიც, როგორც წესი, კინო ინდუსტრიის აქტიური წარმომადგენლები არიან.

დაჯილდოების დასაწყისი 20:00 საათი.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #19მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #19

 

 (R)

დღის ამბები