08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
უკრაინაში მომხდარი არეულობის მონაწილეების დასჯას პრეზიდენტი პოროშენკო ითხოვს

უკრაინის პროკურატურაში პარლამენტის წინ მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით დაკითხვაზე ნაციონალისტური პარტია სვაბოდას ლიდერთან ერთად მისი წევრი დეპუტატებიც დაიბარეს. გუშინდელი აქცია სწორედ ამ პარტიის მიერ იყო ორგანიზებული.

შეტაკებებისა და ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემით, 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. უმეტესობა სპეცრაზმელია. ერთი გუშინ დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი გვარდიელი კი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

გუშინდელ არეულობებთან დაკავშირებით 30-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც უმაღლესმა რადამ ხელისუფლების დეცენტრალიზაციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო.

დღის ამბები