



განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
შეხვედრას ზუგდიდის მერი ესწრებოდა. პროგრამის ფარგლებში, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, პერსონალური კომპიუტერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 111 მოსწავლეს გადაეცა.