22 აგვისტო 2026,   21:59
ვრცლად
კულტურის სამინისტრომ განახლებული პირობებით ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა

კულტურის სამინისტრომ განახლებული პირობებით ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსები "ქალი რეჟისორების მხარდაჭერა" და "ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა" სამინისტრომ წელს პირველად გამოაცხადა. ხოლო დანარჩენი სამი ერთხელ უკვე ჩატარდა.

განაცხადები დღეიდან 5 აპრილის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულ პროექტებს კი 24 აპრილს გამოავლენენ.

"კონკურსი ცხადდება პირველად, ვინაიდან ასეთი პროექტებისთვის სამინისტროს ცალკე და სპეციალურად თავისი ყურადღება და რესურსი ამ ფორმით არასდროს დაუთმია. ეს გახლავთ ქალი რეჟისორების მხარდაჭერის კონკურსი. ამ კონკურსს ვაცხადებთ იმ მინით, რომ ქალმა რეჟისორებმა ჩვენს თეატრებში დადგან სპექტაკლები. მეორე კონკურსი, რომელიც ცხადდება ტრადიციული კონკურსია ჩვენი სამინისტროსთვის, ეს გახლავთ მიძღვნილი შშმ პირებისადმი და ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების დაფინანსებას ისახავს მიზნად.

მესამე კონკურსი, რომელიც ასევე დღეს ცხადდება არის საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობისთვის. მეოთხე კონკურსი გახლავთ ბავშვებისადმი მიძღვნილი. ეს არის საბავშვო მუსიკალური და საბალეტო სპექტაკლების დაფინანსება და ბოლო, რომელიც დღეს ცხადდება ეს გახლავთ, ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა და ამ ფორმით ეს კონკურსი, ასევე პი8რველად ცხადდება," - აცხადებს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

დღის ამბები