11 მაისი 2024,   15:10
ვრცლად
კიევსა და რამდენიმე ოლქში ღამით საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა, ოკუპანტებმა სუმისა და ჩერნიჰივის ოლქებში ცეცხლი გაუხსნეს 5 დასახლებას

უკრაინაში ომი და მძიმე ბრძოლები უკვე 398 დღეა მიმდინარეობს.

ღამით კიევსა და რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. რუსული ძალები უკრაინას დრონებით ორი მიმართულებით დაესხნენ. კიევისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოგდებულია რამდენიმე დრონი.

ოკუპანტებმა სუმისა და ჩერნიჰივის ოლქებში ცეცხლი გაუხსნეს 5 დასახლებას, ჯამში 40 დარტყმა დაფიქსირდა. დაზიანდა სახლები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

36-ამდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა სლავიანსკის დაბომბვის შემდეგ. დარტყმები განხორციელდა ნიკოპოლზეც. დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას - უკრაინამ უკვე მიიღო გერმანიის მიერ დაპირებული "ლეოპარდ-2-ის" ტიპის 18 ტანკი, 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ორი ჯავშანმანქანა. დამატებით სამი ტანკი გადასცა პორტუგალიამაც.

დღის ამბები