ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრების წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 29 კონგრესმენი, საქართველოს მთავრობას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგი მნიშვნელოვანია.
ღარიბაშვილის თქმით, სიტუაციიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარია ეს გამოსავალი ქვეყნისთვის სასიკეთო აღმოჩნდეს.
"ვფიქრობ დადგა დრო, რომ სხვა ეტაპზე გადავიდეს ჩვენი ურთიერთობა. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა და დიალოგი. საჯაროდ ასეთი თემების და მითუმეტეს ნეგატიური თემების განხილვა არ არის მისასალმებელი.
მე მოვისმინე და გავეცანი წერილებს და საჭიროა დიალოგი, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს და გამოადგება," - აცხადებს ღარიბაშვილი.