16 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
კანონი უნდა იყოს გამოთხოვილი, როგორც გასულ წელს გააკეთეს, ეს არის ერთადერთი რამ, რომელზეც ახლა შეიძლება საუბარი - იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ერთადერთი საკითხი, რაზეც ახლა შეიძლება საუბარი, არის ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი იყოს გაწვეული. მისი თქმით, სხვა დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს.

იაგი ხვიჩია ეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ პროცესში პოზიტიური ძვრები შეინიშნება და პარტნიორებთან ბოლო შეხვედრების შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ კანონის ნორმებთან დაკავშირებით დისკუსიისთვის მზაობა არსებობს.

"კანონი უნდა იყოს გამოთხოვილი, როგორც გასულ წელს გააკეთეს. ეს არის ერთადერთი რამ, რომელზეც ახლა შეიძლება საუბარი. სინამდვილეში გასაგებია, რომ ამ კანონის მავნებლობა-არ მავნებლობაზე არ მიდის ახლა ეს საკითხი. ამ წუთას საკითხი ეხება ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილებას. ამ თვალსაზრისით, მინიმუმ აუცილებელია ამ კანონის უკან გათხოვა და ბოდიშის მოხდა იმ ყველაფერზე, რაც "ქართულმა ოცნებამ" ბოლო პერიოდში ჩაიდინა", - აცხადებს იაგო ხვიჩია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კანონის ყველა მუხლი რუსულია და ის მმართველმა გუნდმა უკან უნდა გაიწვიოს.

"არავითარი დისკუსია, კანონი არის რუსული. ყველა მისი მუხლი არის რუსული, ფასადური ცვლილებებით, ეს კანონი ვერ გაკეთილშობილდება. ეს კანონი უნდა იქნეს გაწვეული უკან. არავითარი დისკუსია რომელიმე მუხლთან დაკავშირებით ვერ იქნება", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

 

დღის ამბები