17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
თეატრის საერთაშორისო დღე, რუსთაველის თეატრში ქართველი ხელოვანების ერთობლივი პერფორმანსით აღინიშნა 

თეატრის დღე რუსთაველის თეატრში ღონისძიებით აღინიშნა. საღამოზე ქართველი ხელოვანების ერთობლივი პერფორმანსი მოეწყო, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

რუსთაველის თეატრის სცენაზე გაცოცხლდა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი დეტალები ქართული თეატრის ხანგრძლივი ისტორიიდან.

ამასთან, თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ვიცე პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

"ყველას გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს, რომელსაც ჩვენ ძალიან საინტერესო, ემოციური და ორიგინალური პროექტით შევხვდით. ვნახეთ, ნიკა წულუკიძის, ნიკა საბაშვილის, ნიკა ნიკვაშვილის ნიჭის შედეგი, როდესაც ისინი მუსიკალური გაფორმებით, შესანიშნავი რეჟისურით და ნიკა წულუკიძის შესანიშნავი პერფორმანსით გვიამბობდნენ ქართული თეატრის ძალიან დიდი ისტორიას,"-აცხადებს თეა წულუკიანი. 

დღის ამბები