08 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
წყალდიდობა არგენტინაში - დატბორილია დასახლებები

არგენტინაში წყალდიდობას ებრძვიან. რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ბუენოს აირესის რეგიონში მდინარე სალადო ადიდდა და დასახლებები დატბორა.

საცხოვრებელი სახლების ნაწილი წყალმა მთლიანად დაფარა, დახოცილია შინაური პირუტყვიც.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მსგავსი წყალდიდობა რეგიონში ათწლეულებია არ ახსოვთ.

დღის ამბები