17 მაისი 2024,   12:22
ვრცლად
პიროტექნიკის აკრძალვის მიზნით, პარლამენტში ინიციატივა შედის

"ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი არმაზ ახვლედიანი "პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ" კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში დააინიცირებენ.

კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას.

გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.  

დღის ამბები