20 აპრილი 2024,   07:10
ვრცლად
ძლიერი ქარი სამეგრელოსა და გურიაში - დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, აივნები და ეზოში მდგომი ავტომობილები

აჭარასთან ერთად, უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოსა და გურიაშიც. ქარმა სენაკში, რამდენიმე კორპუსი - მათ შორის რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებლის სახურავი დააზიანა. არავინ დაშავებულა.

ოზურგეთში დოლიძის ქუჩაზე კი სტიქიამ ხუთსართულიან კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა. დაზიანებულია კორპუსის აივნები და ავტომობილები, რომლებიც კორპუსის ქვეშ იდგა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.

დღის ამბები