08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
ტიტანიკის ბოლო საუზმის მენიუ ონლაინ აუქციონზე გაიტანეს

ტიტანიკის კატასტროფიდან საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ გემის ბოლო საუზმის მენიუ ონლაინ აუქციონზე გაიტანეს. ვარაუდობენ, რომ დოკუმენტი 70 ათას დოლარად გაიყიდება.

1912 წლის 14 აპრილით დათარიღებული მენიუ კრუიზის პირველი კლასის მგზავრებს გრილზე შემწვარ ცხვრის ხორცს, ყველის ასორტს, შემწვარ კარტოფილსა და კრემის პუდინგს სთავაზობდა.

ის აუქციონზე ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრის წერილთან და ტიტანიკის აბანოს ქვითართან ერთად იყიდება. ვაჭრობა ინტერნეტ-აუქციონის რამდენიმე ვებგვერდზე 30 სექტემბერს გაიმართება.

დღის ამბები