08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
თავდასხმა ერაყში - შეიარაღებულმა პირებმა თურქი მშენებლები გაიტაცეს

ერაყში შეიარაღებულმა პირებმა თურქი მშენებლები გაიტაცეს. თავდასხმა ბაღდადში მოხდა, სადაც თურქული კომპანია სპორტულ კომპლექსს აშენებდა.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები ადგილზე იმ დროს მივიდნენ, როდესაც მუშებს ეძინათ და ისინი მანქანებით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

გატაცებულთა შორის სამი ინჟინერი და ერთი ბუღალტერია. თავდამსხმელთა ვინაობა და მოტივი უცნობია.

დღის ამბები