17 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
"ვოლტის" კურიერების ნაწილის პროტესტი გრძელდება - რას პასუხობს კომპანია გაფიცულ კურიერებს

"ვოლტის" კურიერების ნაწილის პროტესტი გრძელდება. ანაზღაურების ზრდა, შეკვეთების რეალური მანძილების დაფიქსირება და კოლექტიური შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასთან - ეს მათი მთავარი მოთხოვნებია.

კომპანიამ დღეს გაფიცულ კურიერებს უპასუხა. "ვოლტის" მენეჯმენტი უარყოფს ბრალდებას, რომ აქციაში მონაწილე კურიერებს ათავისუფლებენ. "ვოლტის" გენერალური მენეჯერის თქმით, ის კურიერები, ვინც გაიფიცნენ, არა "ვოლტ საქართველოს" თანამშრომლები, არამედ მიტანის სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან. მათთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება. შესაბამისად, ამ თანამშრომლობას არ არეგულირებს შრომის კოდექსი.

ბრიფინგის პარალელურად, კურიერებმა მორიგი აქცია გამართეს. ისინი აბსურდულს უწოდებენ კომპანიის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და კოლექტიურ მოლაპარაკებაზე მხოლოდ უფლებადამცველების თანხლებით არიან თანახმა.

დღის ამბები