17 მაისი 2024,   11:42
ვრცლად
გორში სკოლის მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გორში სკოლის მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პედაგოგი მოსწავლეს.

ვიდეო სკოლის მოსწავლემ გადაიღო, შემდეგ კი ინტერნეტში გაავრცელა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სკოლის დისციპლინარულმა საბჭომ საკითხის შესწავლა.

69 წლის პედაგოგი ახლა სკოლიდან გათავისუფლებულია, ცემის ფაქტს კი საგამოძიებო უწყება სწავლობს.



დღის ამბები