15 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია გრძელდება - სამიზნე დასახლებული რეგიონები, მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაა

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. სამიზნე დასახლებული რეგიონები, მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაა.

მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა იერიშები უკრაინის 8 რეგიონზე მიიტანეს. აგრესორის სამიზნე გახდა სუმის ოლქის ოთხი დასახლება. ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 1 დაშავდა ყუმბარის აფეთქების შედეგად ლვოვში. რუსმა სამხედროებმა იერიშები მიიტანეს ზაპოროჟიეზე. 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა იერიშების შედეგად დონეცკის რეგიონში. გარდაცვლილებს შორის 5 თვის ბავშვია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი, ანდრეი კოვალევი აცხადებს, რომ ოკუპანტები იერიშების დროს ირანულ დრონებსაც იყენებდნენ. 

"გასული დღის განმავლობაში მტერმა საჰაერო იერიშები მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა სამოქალაქო ობიექტებზე. ოკუპანტები იერიშების დროს ირანულ დრონებსაც იყენებდნენ, ექვსივე მათგანი ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემდგომი სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ საკმაოდ მაღალია. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ბილოგორივკას, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას დასახლებებში. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 10 დარტყმა განახორციელეს ოკუპანტების თავმოყრის ადგილებში. სარაკეტო ჯარების და არტილერიის ნაწილებმა დაარტყეს მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის 9 უბანს, საწვავის და საპოხი მასალების საწყობს, 2 საზენიტო სარაკეტო სისტემას. გასულ დღეს ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს 630 რუსი დამპყრობელი, გაანადგურეს 1 ტანკი, 4 ჯავშანტექნიკა, 8 საარტილერიო სისტემა, ერთი საზენიტო რაკეტა, ერთი საჰაერო თავდაცვის მანქანა, 7 მანქანა. 2 ერთეული სპეციალური ტექნიკა," - ამბობს ანდრეი კოვალევი.

დღის ამბები