7-8 მარტის აქციებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს ადვოკატი მოინახულებს. მისი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული გრიგორიადისმა ჩვენება შეცვალოს.
მას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ადანაშაულებენ.
ადვოკატმა ლიკა ბითაძემ უკვე გასაჩივრა აღკვეთი მეორე ინსტანციაში და უახლოეს დღეებში გაახდება ცნობილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუშვებს თუ არა სარჩელს.
"ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას და შემდგომში რა იქნება მე არ ვიცი. მასალები უკვე წწარმოდგენილია, მაგრამ წინ არის მტკიცებულებების მოპოვების ვადა, რომელიც დაახლოებით 1 თვეა. მტკიცებულებებს მოიპოვებს ორივე მხარეს, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე.,"- აცხადებს ადვოკატი.