08 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნები მრავალრიცხოვან ემიგრანტთა ნაკადს ვერ უმკლავდებიან

ბოდრუმის სანაპიროსთან მაშველები დაკარგულ სირიელ ემიგრანტებს ეძებენ. ორი ნავი, რომელიც თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ კოსისკენ მიდიოდა ზღვაში ჩაიძირა. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკვე ორი კვირაა ვერ უმკლავდებიან მრავალრიცხოვან ემიგრანტთა ნაკადს. განსაკუთრებით საბერძნეთსა და უნგრეთში.

4 დღეა 2 ათასზე მეტ სირიელ ლტოლვილს ღამის თევა ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურზე უხდება, ხელისუფლებამ მათ დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა.

მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის გამო უნგრეთი ევროკავშირის ლიდერებმა გააკრიტიკეს და დუბლინის რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდეს. ამ რეგულაციის თანახმად ლტოლვილებმა თავშესაფარი უნდა მოსთხოვონ პირველივე ქვეყანას, რომელშიც შედიან.

ავტორები: 

დღის ამბები