08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა რუსეთმა გადაიბარა

გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა რუსეთმა გადაიბარა. ყოველთვიური როტაციის პრინციპით, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთი, ამ პოზიციას სექტემბრის განმავლობაში შეინარჩუნებს.

რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა პრეს კონფერენციაზე იმ ძირითად თემებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში პრიორიტეტული იქნება. ეს არის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კონფლიქტები, ასევე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა.

ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებაზეც გააკეთა კომენტარი, რითიც რუსეთმა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ ისარგებლა უკრაინასთან დაკავშირებით მისაღები რეზოლუციების დროს.

სექტემბერში, ნიუ იორკში გაეროს 70–ე გენერალური ასამბლეა გაიმართება, რომელზეც გამოსვლას გეგმავს ვლადიმერ პუტინი. 

დღის ამბები