08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ასობით მიგრანტი კვლავ საზღვრების გადაკვეთას ცდილობს

ასობით მიგრანტი საბერძნეთი-მაკედონიის საზღვრის გადაკვეთას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებთან შეტაკებები მოხდა. მათ მაკედონიის ტერიტორიაზე გადასვლა და სერბეთის გავლით უნგრეთში ჩასვლა უნდოდათ.

უნგრეთის დედაქალაქში კი უკვე მეორე დღეა სირიელი მიგრანტების პროტესტი გრძელდება, რომლებიც პოლიციის მხრიდან უხეშ მოპყრობაზე საუბრობენ და გერმანიაში გადასვლას ითხოვენ.

პარალელურად, თითქმის, მსოფლიოს ყველა გავლენიანი გამოცემის გარეკანზე სირიელი ბავშვის ფოტო მოხვდა, რომლის ცხედარიც გუშინ თურქეთში, ბოდრუმის სანაპიროზე, იპოვეს. 3 წლის ბიჭი, რომელიც ზღვამ გამორიყა, ევროპაში მიგრანტების კრიზისის კიდევ ერთი მსხვერპლია.

ამავე თემაზე
დღის ამბები