20 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
ეს არ ნიშნავს, რომ გამოვრიცხავთ ყირიმის ჩვენი არმიის მიერ გათავისუფლების გზას - ანდრეი სიბიგა

უკრაინა მზად იქნება დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას განახორციელებენ და ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელმა ანდრეი სიბიგამ განაცახადა.

"თუ მოვახერხებთ ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევას ბრძოლის ველზე და როდესაც ვიქნებით ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, მზად ვიქნებით გადავშალოთ დიპლომატიური გვერდი ამ საკითხის განსახილველად. ეს არ ნიშნავს, რომ გამოვრიცხავთ ყირიმის ჩვენი არმიის მიერ გათავისუფლების გზას," - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს განახორციელა. მოსკოვში ზელენსკის ოფისის განცხადებებს ყირიმზე მოლაპარაკებების შესახებ არასერიოზული უწოდეს.


დღის ამბები